საკრებულოს სხდომა შუახევში

29 ივლისი 2016, 00:00 3346 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა შუახევში. ხმაური ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გამოსვლას მოჰყვა. დეპუტატებმა მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულება გააპროტესტეს. მათი ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების პროცესის დაგვიანება არასწორად მომზადებულმა პროექტებმა გამოიწვია. პროექტებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსიც, თუმცა ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილი ღონისძიება დასრულებულდება. დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის 79% შესრულებულია, რაც დადებითად შეაფასეს საკრებულოს წევრებმა. დეპუტატებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება დაამტკიცეს და 2016 წლის, შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი