ბათუმში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

23 ნოემბერი 2018, 00:00 11414 ნახვა

ბათუმში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ,  ერთ-ერთი ცხრასართულიანი კორპუსის ეზოში მოხდა.

თავდაპირველად, მოსახლეობა საკუთარი ძალებით შეეცადა ხანძრის ჩაქრობას, თუმცა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ადგილობრივები შემთხვევის ადგილს გაარიდა.

მეხანძრეებმა ცეცხლი რამდენიმე წუთში ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და სამედიცინო ბრიგადა.
პირველადი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.
 

ამავე კატეგორიაში