დატბორილი ქუჩები - ძლიერი წვიმა ბათუმში /ფოტო/

22 ნოემბერი 2018, 00:00 9299 ნახვა

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. ფოტოები ინასარიძესა და ხიმშიაშვილზეა გადაღებული. ორივე ქუჩა ახლად რეაბილიტირებულია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ნალექის გამო ქალაქში ექვსი ქუჩა დაიტბორა. 

საავტომობილო გზები დატბორილია ლერმონტოვის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, ბაგრატიონის, ინასარიძის ქუჩებზე და ასევე ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ მონაკვეთზე. 

მოსახლეობა ამბობს, რომ პრობლემები ძლიერი წვიმის შემდეგ სისტემატურად ექმნება. მათი თქმით, ამის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა. 

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის ​რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც წყლის დიდი ნაკადის სწრაფად გატარება ვერ მოხერხდა. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში