საკრებულოს სხდომა ქობუელთში

29 ივლისი 2016, 00:00 3262 ნახვა

საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს ქობულეთში. საკითხების უმრავლესობა "ენერგო-პრო-ჯორჯიასა და სოკარ-ჯორჯიას განცხადებები იყო, რომლებიც ახალ ქსელზე დაერთების მიზნით საჯარო სივრცის გამოყენების ნებართვას შეეხებოდა. სხდომაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების იჯარით გადაცემის საკითხი. იმსჯელეს კულტურული ღონისძიებების პროგრამის ბიუჯეტის ცვლილებაზე, რაზეც ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ უმრავლესობამ პროგრამის ბიუჯეტში ცვლილება მანამდე შეიტანა ვიდრე საკითხს საკრებულოს წევრები გაეცნობოდნენ.  საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ კანონის მიხედვით 8 აგვისტომდე აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის უფლება საკრებულოს აქვს. 

ამავე კატეგორიაში