აჭარაში მოქალაქეებს 22 ნოემბერს გრიპზე ვაქცინას უფასოდ გაუკეთებენ 

20 ნოემბერი 2018, 00:00 4718 ნახვა

22 ნოემბერს აჭარის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო აცრას უფასოდ გაუკეთებენ. მსურველებმა ოჯახის ექიმებს უნდა მიმართონ. 

მოქალაქეებს საშუალება აქვთ ვაქცინაცია ბათუმში მოქმედ 4 სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიტარონ.

​ბათუმის N1 პოლიკლინიკა, ​თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი, N4 პოლიკლინიკა და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი. 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს. დაინტერესებულმა პირებმა სოფლების ამბულატორიებს უნდა მიმართონ, სადაც მათ ასევე უფასოდ მოემსახურებიან. 

ამ დრომდე აჭარაში ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 ათასზე მეტ მოქალაქეს გაუკეთდა. ​რისკჯგუფში ქრონიკული დაავდების მქონე პირები, ბავშვები და მოხუცები შედიან.

ამავე კატეგორიაში