ამერიკამ საქართველოს 9 სიჩქარის მზომი ხელის რადარი გადასცა

20 ნოემბერი 2018, 00:00 2767 ნახვა

ამერიკამ საქართველოს სიჩქარის მზომი 9 რადარი საჩუქრად გადასცა - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საჩუქართან ერთად, ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ქართველ 18 პოლიციელს  ტრენინგებიც ჩაუტარეს და ხელის რადარების გამოყენებაც ასწავლეს. 

ხელის რადარებს სამართალდამცველები გზის იმ მონაკვეთებში გამოიყენებენ, სადაც ე.წ. ჭკვიანი კამერები არ არის დამონტაჟებული და გზაზე ავტოავარიის რისკი მაღალია. 

სამართალდამცველებს საჩუქარი ამერიკის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურომ გაუკეთა. 

ამავე კატეგორიაში