გიდებისთვის ტრენინგებში სმენადაქვეითებული პირები ჩაერთვნენ

20 ნოემბერი 2018, 00:00 1574 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ. ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან.

ტრენინგების ფარგლებში ისინი ეთნოგრაფიას, ისტორიას, ექსკურსიათმცოდნეობას, ქართულ ფოლკლორს, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებასა და არქიტექტურას შეისწავლიან. ჩატარდება პრაქტიკული, საველე გასვლებიც, სადაც მარშრუტზე არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნობიან. 

ამავე კატეგორიაში