''ვემიჯნებით ნაციონალურ მოძრაობას'' - აჭარაში ''ევროპული საქართველოს'' ოთხმა ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

19 ნოემბერი 2018, 00:00 6727 ნახვა

დღეს გახდა ცნობილი, რომ პარტია "ევროპული საქართველოს" აჭარის რეგიონულმა და მუნიციპალიტეტების ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა დატოვეს. 

პარტიიდან წავიდნენ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის და ხულოს ოფისების ხელმძღვანელები. არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის წევრებმა  განაცხადეს, რომ ემიჯნებიან "ნაციონალურ მოძრაობას", გრიგოლ ვაშაძის რუსულ სცენარს, მიშა სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის მობრუნებას. 

რაულ თავართქილაძის განმარტებით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი როგორ გააგრძელებენ და სად პოლიტიკურ საქმიანობას.  

პარტია "ევროპულმა საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, არჩევნების პირველ ტურში, აჭარაში მაღალი მხარდაჭერა მიიღო და სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, მესამე ადგილი ეჭირა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში