დაჭრილი მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

18 ნოემბერი 2018, 00:00 2712 ნახვა

ბათუმში დაჭრილი 14 წლის ბიჭი, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩება. მედიკოსების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.   მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცველებმა  2003  წელს დაბადებული არასრულწლოვანი უკვე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით მან, გუშინ  ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 2004 წელს დაბადებულ ბიჭს ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი