გაუმართავი გათბობის სისტემა ღურტის საბავშვო ბაღში

16 ნოემბერი 2018, 00:00 2307 ნახვა

საბავშვო ბაღებში კი გათბობას ადმინისტრაციები ამინდის შესაბამისად რთავენ და არ არის განსაზღვრული კონკრეტული თარიღი. გათბობა განსაკუთრებით აქტუალურია მაღალი ზონის სოფლებში, სადაც საბავშვო ბაღების ნაწილს შეშით ათბობენ, ნაწილს კი ელექტროენერგიის საშუალებით.

ელექტროენერგიაზე დამოკიდებული ცენტრალური გათბობის სისტემა აქვთ ღურტაში, თუმცა ვერ იყენებენ. ამბობენ რომ ელექტროენერგიის სიმძლავრე არ ჰყოფნის სისტემას და ოთახებს ვერ ათბობს.

გაერთიანებაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ელექტროენერგიის წყაროს დაამატებენ. უცნობია რატომ არ მოაგვარეს ეს საკითხი ცოტა უფრო ადრე, მითუმეტეს მაშინ როდესაც შარშანაც იგივე პრობლემის წინაშე იდგნენ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში