უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა 15 ნოემბერს გაიმართება

13 ნოემბერი 2018, 00:00 1403 ნახვა

უმაღლეს  საბჭოში  ბიუროს  სხდომაზე  დეპუტატებმა  15   ნოემბრის  პლენარული  სხდომის დღის წესრიგი  უნდა დაამტკიცეს.   დღეს  განიხილეს   კანონპროექტი  „აჭარის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“.

1 იანვრიდან  მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენტები სამინისტროებთან გაერთიანდებიან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთიანდება ტურიზმისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გარემოს დაცვის სამმართველო  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საარქივო სამმართველო კი განათლების სამინისტროს უერთდება. დღესვე უმაღლეს საბჭოში 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს,  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს  მოუსმინეს. ასევე  მოისმინეს ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიში.   

ამავე კატეგორიაში