უახლოეს დღეებში ბარში იწვიმებს, მთაში კი მოსალოდნელია თოვლი

13 ნოემბერი 2018, 00:00 2692 ნახვა

აჭარის სანაპირო ზოლში უახლოეს დღეებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს. თოვლია მოსალოდნელი გომარდულსა და გოდერძის უღელტეხილზე.

საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება,შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან შედარებით თბილი, ხოლო კასპიის ზღვიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები რომლის გავლენითაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდა, მომდევნო დღეების განმავლობაში კვლავ ინტენსიურად მოხდება ჰაერის მასების გავრცელება, რის ფონზეც დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში იწვიმებს, მაღალ მთაში კი მოსალოდნელია თოვლი, მათ შორის ზამთრის კურორტებზე.

წვიმიანი ამინდი აჭარაში სამი დღე გაგრძელდება.

 •  ბათუმი - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა. დასავლეთის ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +11 დღისით +15 გრადუსი ;

 •  ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 7-12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა:ღამით +10 დღისით +14 გრადუსი ;

 •  შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6 დღისით +14 გრადუსი ;

 •  ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4 დღისით +11 გრადუსი ;

 •  ქედა - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9 დღისით 14 გრადუსი ;

 •  გომარდული- ცვალებადი მოღრუბლულობა. თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +1 დღისით +3 გრადუსი ;

 •  გოდერძის უღელტეხილი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით -1 დღისით +2 გრადუსი ;

 •  თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. წვიმა და ნისლი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6, დღისით +7 გრადუსი ;

ფოტო: ირინე წუწუნავა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში