სოციალურ ქსელში ზურაბიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს შსს იძიებს

12 ნოემბერი 2018, 00:00 1353 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტობის კანდიდატზე შესაძლო მუქარის ფაქტს იძიებს. უწყების ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს მუქარის შემცველი ტექსტი სოციალურ ქსელ ფეისბუკში მიწერეს.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატმა  სამინისტროს განცხადებით მიმართა და შეატყობინა, რომ მიიღო შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ.

"იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის I ნაწილით და 151-ე მუხლის I ნაწილით. მისი თქმით, საქმეზე აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ.“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ამავე კატეგორიაში