ტროტუარები, სადაც ქვეითებისთვის ადგილი არ არის

07 ნოემბერი 2018, 00:00 2877 ნახვა

ღია კაფეებით, გასაშლელი დიდი ზომის ქოლგებითა და ავტომობილებით ათვისებული ტროტუარები. ხშირ შემთხვევაში კონსტრუქციებს სავალი ნაწილი მთლიანად აქვთ დაკავებული. 

სიტუაცია განსაკუთრებით რთულდება ტურისტულ სეზონზე. კაფეების მეპატრონეები მერიისგან ნებართვას ითხოვენ და სავალ ნაწილს ნაწილობრივ იკავებენ. შესაბამის სამსახურებს ევალება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და კონტროლი. 

ბათუმის ქუჩებში პრობლემები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც ექმნებათ. ჩახერგილი ტროტუარების გამო, ეტლით მოსარგებლეებს, ხშირად გზის გასაგრძელებლად საავტომობილო გზაზე უხდებათ გადასვლა. ან ველო ბილიკებს იყენებენ.

რამდენიმე უბანში ღია კაფის კონსტრუქცია უსინათლოთა ბილიკზეც იყო განთავსებული.

რამდენიმე თვის წინ, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბათუმის მერმა თქვა, რომ საჯარიმო სანქციები უნდა გამკაცრდეს. 

ფოტოები 26 მაისისა და გორგასლის ქუჩების კვეთაში დღეს 09:30 საათზე არის გადაღებული. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში