ვაჟა ფშაველას #13-ში დანგრეული ძეგლის ბედი კვლავ გაურკვეველია

06 ნოემბერი 2018, 00:00 1256 ნახვა

 კომპანიას რომელსაც ვაჟა-ფშაველსა 13-ში მრავალსართულიანი კორპუსის აშენება სურს, ე.წ. ზონალურ საბჭოზე მშენებლობის მოცულობის გამო პროექტზე უარი ეთქვა.შენობას ძეგლის სტატუსი ერთი თვის წინ მოეხსნა, მიზეზად კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მის დანგრევას ასახელებენ, ამ ფაქტზე გამოძიება პროკურატურაში ახლაც მიმდინარეობს.

ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შემდეგ დანგრეული სახლის ნაცვლად, იგივე მასშტაბის შენობა აშენდება, ახალმა კომპანიამ პროექტი უკვე შეათანხმდა და ახლა ნებართვის მიღების პროცედურა მერიაში უნდა გაიაროს. აგრეთვე ზონალურმა საბჭომ,თანხმობა გასაცა ბაქოს ქუჩაზე მშენებლობაზე, სადაც ორი თვის წინ ორსართულიანი სახლი დაიწვა. სართულების შემცირების რეკომენდაცია კი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით. ჯამში საბჭომ ექვს საკითხზე იმსჯელა, მათ შორის მახინჯაურში ყოფილი მზიურის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში