“აჭარის დღეები” ლიტვაში

28 ივლისი 2016, 00:00 4125 ნახვა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სამიზნე ქვეყნებში პიარ კამპანების წარმოებას აგრძელებს. 29-30 ივლისს, უწყება რეგიონს ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე წარადგენს. ღონისძიებაზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი. აჭარის დღეების გამართვას ლიტვის შემდეგ დეპარტამენტი პოლონეთში, შემოდგომაზე კი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. დაგეგმილია პიარ კამპანიების  ჩატარება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, საუდის არაბეთსა და ირანშიც. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში