პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა 1 637 956 ადამიანმა მიიღო

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1976 ნახვა

ცესკოს 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა - 64.74% დაფიქსირდა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი - 36.47% მარნეულში, - აღნიშნული მონაცემები ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელ ბრიფინგზე წარადგინა.

აჭარის ექვს ოლქში შემდეგი აქტივობა დაფიქსირდა: ბათუმი - 44.38%, ქობულეთი - 50.4%, შუახევი - 56.96%, ხელვაჩაური - 48.75%, ხულო - 53.96%, ქედა კი 64.74%. ცესკოს მომაცემებით, 20:00 საათზე ყველა უბანი დაიხურა, არჩევნები კი მთელი დღის განმავლობაში ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 1 637 956 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში