9 წლის გოგონას მკვლელობას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს

25 ოქტომბერი 2018, 00:00 3744 ნახვა

გორში  9 წლის გოგონას მკვლელობის საქმეს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ბავშვის ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

შუადღით გაუჩინარებულ გოგონა მოკლული მდინარის სანაპიროზე იპოვეს. შსს ინფორმაციით 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე იყო.მანამდე, რამდენიმე მედიასაშაულება ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ცხედარი   სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. 

გოგონა  მესამე კლასის მოსწავლე იყო. რადიო თავისუფლებას სკოლაში უთხრეს, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.

მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს. გაუჩინარებული გოგონას მშობლები ვერანაირ ვერსიას ვერ ასახელებენ.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი