''ლავასოღლი'' დაკავებულია - შსს

25 ოქტომბერი 2018, 00:00 4442 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მინდია გორაძის, იგივე ''ლავასოღლის'' დაკავების ფაქტს ადასტურებენ. 

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მისი დაკავება თურქეთისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა.

ცოტა ხნის წინ კი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თურქულმა მედიამ გაავრცელა. 

ე.წ. კანონიერი ქურდი ტრაპიზონში დააკავეს. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ლავასოღლის საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად.

ამავე კატეგორიაში