მუნიციპალიტეტებში ერთიანი სატრანსპორტო ქსელისა და საბილეთო სისტემის შემოღებაზე მსჯელობენ 

25 ოქტომბერი 2018, 00:00 2125 ნახვა

აჭარაში მგზავრთა ტრანსპორტირების რეგიონულ სქემაზე მუშაობენ. სამოქმედო გეგმაზე ამ წუთებში შეხვედრაზე მსჯელობენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სატრანსპორტო საშუალების ასაკი დასახელდა, მათი უმეტესობა მოძველებულია და 20 წელზე მეტია ექსპლოატაციაშია

მუნიციპალიტეტების ნაწილში, მაგალითად ხულოსა და შუახევში მუნიციპალური ტრანსპორტი საერთოდ არ არის და მგზავრთა გადაყვანას კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

ტრანსპორტის დიდი ნაწილი არაადაპტირებულია, რაც მოწყვლად ჯგუფებს და შშმ პირებს ხელმისაწვდომობის პრობლემას უქმნის. 

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის ''მწვანე ქალაქის'' ფარგლებში ხორციელდება. სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უცხოელმა ექსპერტებმა მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებები მოიკვლიეს. 

სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე უნდა იყოს მზად. საუბარია, როგორ მუნიციპალიტეტში მზგავრთა შიგა გადაყვანაზე, ასევე მუნიციპალიტეტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო ქსელზე. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბათუმისთვის სატრანსპორტო ქსელის ახალი სტატეგია უკვე მომზადდა და ის საკრებულომ დაამტკიცა. რის შემდეგაც ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა განახევდრა. ასევე დაგეგმილია მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობის გაზრდაც. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში