ხულოს მერის ყოფილი მოადგილე კურორტ ''გოდერძზე'' გადაიყვანეს

24 ოქტომბერი 2018, 00:00 7047 ნახვა

Goderdzi Resorts-ის დირექტორის მოადგილედ, ხულოს მერის ყოფილი მოადგილე დაინიშნა. რამდენიმე დღიანი პაუზის შემდეგ, ლაშა ბოლქვაძე ახალ პოზიციაზე დასაქმდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ბოლქვაძე ამბობს, რომ კომპანიაში ის შესყიდვების მიმართულებით იმუშავებს. 

აღნიშნული თანამდებობა დაახლოებით ერთი წელია ვაკანტურია,  შპს Goderdzi Resorts  მოადგილის პოზიციაზე 2017 წლის თებერვლიდან ოქტომბრამდე გოჩა მელაძე მუშაობდა, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, სამსახური დატოვა.

ლაშა ბოლქვაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 17 ოქტომბერს დაწერა. ხულოს მერი გოჩა მელაძე შვებულებიდან დაბრუნდა, პირველი მოადგილის მოთხოვნა დააკმაყოფილა, შემდეგ კი დაკავებული თანამდებობა თავადაც დატოვა. 

ლაშა ბოლქვაძე ხულოს პოლიციის უფროსმა ჩაანაცვლა. 

შპს Goderdzi Resorts აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში