ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

24 ოქტომბერი 2018, 00:00 1934 ნახვა

ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით სამუშაოები  10 ოქტომბერს დაიწყო.

ერთ უბანზე მიმდინარეობს გვიან კლასიკური ხანის კულტურულ ფენის შესწავლა, რომელიც დამტვრეული ბათქაშების გროვებითაა წარმოდგენილი,  მეორეზე   კი  შესწავლილია ელინისტური და კლასიკური ხანის კულტურული ფენები. აქ აღმოჩენილია  თიხის სასმისები, ქვევრების, ქოთნების, დერგების, კრამიტის ფრაგმენტები. ორივე ნამოსახლარი წარმოადგენს მრავალფენიან ძეგლს.  

ამავე კატეგორიაში