ტაქსიდან მგზავრმა ნაგავი, ტაქსისტმა კი მგზავრი გადმოაგდო

23 ოქტომბერი 2018, 00:00 16403 ნახვა


The Sun-ის  ინფორმაციით, ვიდეო გადაღებულია მანქანის კამერით რუსეთში. 

უფრო კონკრეტულად კი სანქტ-პეტერბურგთან ახლოს. ტაქსის მგზავრმა ფანჯრიდან შუშის ბოთლი გადმოაგდო, რამაც ტაქსის მძღოლი ძალიან გააბრაზა. 

მძღოლი გადმოდის მანქანიდან, უკან მდგომ მანქანის მძღოლს ბოდიშს უხდის, გადაგდებულ ბოთლს უკანვე დებს მანქანაში, სანაცვლოდ კი მგზავრს ძალის გამოყენებით აგდებს სალონიდან. 

გაუფრთხილდით გარემოს და გეშინოდეთ გარემოსდამცველი ტაქსისტების

ამავე კატეგორიაში