აფეთქების შედეგად დაშავებული 12 წლის ბიჭის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

22 ოქტომბერი 2018, 00:00 810 ნახვა

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რუსთავში აფეთქების დროს დაშავდა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, მოზარდს გუშინ ტერფზე ოპერაცია გაუკეთდა.

რაც შეეხება სხვა დაშავებულს, კლინიკაში   6 პაციენტი რჩება, მათგან ზოგი  დაკვირვების ქვეშ იმყოფება, ორი პაციენტს  კი   საოპერაციოდ  ამზადებენ. რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონზე და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა.

მაია ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში