ბიულეტენების ბეჭდვა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1611 ნახვა

საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო.პროცესი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მას ცესკო-ს წევრებთან ერთად, ორი საერთაშორისო და ხუთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 12 დამკვირვებელი დააკვირდება. ექვს სტამბაში 3 709 საარჩევნო უბნისთვის 3 მილიონ 259 ათას 900 ბიულეტენი დაიბეჭდება. რომელთაგან  3 მილიონ 252 ათას 800 განკუთვნილია პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ხოლო 7 ათას 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, 28 ოქტომბერს გადაეცემათ თითო ბიულეტენი პრეზიდენტის ასარჩევად, ხოლო თერჯოლისა და სამტრედიის ექვსი უბნის ამომრჩევლებს – ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის. საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რეგისტრირებულია 3 მილიონ 518 ათას 890 ამომრჩეველი.

ამავე კატეგორიაში