ჩერნოვეცკის პირველი ოფისი

15 აპრილი 2016, 00:00 7154 ნახვა

ლეონიდ ჩერნოვეცკმა პირველი ოფისი ქობულეთში,  ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა. უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერი თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი იქნება, მეორე კი გიორგი ქვრივიშვილი, რომელიც 4 წელია მის მიერ დაფუძნებულ ფონდს ხელმძვანელობს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, იქნებიან თუ არა საარჩევნო სიაში მედეა ვასაძე და მურმან დუმბაძე, ჩერნოვეცკის ინფორმაციით, ამაზე კონსულტაციები არც კი ყოფილა. მისივე ინფორმაციით, იგი მედეა ვასაძეს არც კი იცნობს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ამბობს, რომ არ აპირებს, პოლიტიკურ ალიანსში იყოს ,,ქართულ ოცნებასთან” ან ,,ნაციონალურ მოძრაობასთან. პარტიული სიის დასაკომლექტებლად  ჩერნოვეცკი  კონკურსის გამოცხადებას აპირებს. პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქრთველოსთვის” ოფისი რამდენიმე დღეში ბათუმშიც გაიხსნება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში