ავტოვარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში რჩება

20 ოქტომბერი 2018, 00:00 3018 ნახვა

სტაბილურია ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 21 წლის ახალგაზრდა „მედ - ცენტრში“ მკურნალობს. თვითმხილველების თქმით,პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში