ცესკო - ხულოს მერის არჩევნები 2019 წლის მაისში ჩატარდება

19 ოქტომბერი 2018, 00:00 2393 ნახვა

დაირღვა თუ არა საარჩევნო კოდექსი ხულოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცვლილებებს არ აფასებს და მხოლოდ არჩევნების ჩატარების ვადაზე საუბრობს.

"პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მხოლოდ შემიძლია პროცესუალურად გითხრათ, რომ თუ არჩეული მერი ვადაზე ადრე წავიდა , ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები" - ამბობს თამარ ჟვანია. 

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, მათთან შესულია წერილი, რომ საკრებულომ ცნობად მიიღო ხულოს მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება.

“ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როცა არჩეულმა მერმა დატოვა თანამდებობა. ასე იყო ზუგდიდისა და ჭიათურის მერების შემთხვევაში, როცა მათ უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდათ. კანონით, თუ უფლებამოსილება ვადაზე ადრე წყდება, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე, მაისის თვეში ტარდება”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ხულოს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მან ჯერ შვებულება შეწყვიტა, მერის პირველი მოადგილე სამსახურიდან დაითხოვა, მოადგილის თანამდებობაზე ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი დანიშნა, შემდეგ კი მანაც დატოვა თანამდებობა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი