მატარებლის მგზავრები ვაგონის მოხატვის გამო ერთი საათით შეაყოვნეს

19 ოქტომბერი 2018, 00:00 9995 ნახვა

ფოტო გადაღებულია 8 მაისს

ბათუმიდან ქუთაისში მიმავალი მატარებლის მგზავრები ერთ- ერთი ვაგონის მოხატვის გამო ალოდინეს. როგორც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, ბათუმიდან მატარებელი დილის 8:35 საათის ნაცვლად, საათისა და ხუთი წუთის დაგვიანებით გავიდა, რადგან ვაგონი, რომელიც ღამის საათებში უცნობმა პირებმა მოხატეს, რკინიგზის თანამშრომლებმა გადაღებეს. 

მემანქანე ინსტრუქტორი ყვება, რომ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოხატული ვაგონი შეამჩნია, თუმცა "მხატვარი" ვერ იპოვეს. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა streetArt-ის მოყვარულებმა ჩქაროსნული მატარებელი მოხატეს. თბილისი-ბათუმის ახალ ჩქაროსნულ მატარებლზე სპრეებით გაკეთებული ნახატი, რკინიგზის ადმინისტრაციამ  ვანდალიზმად შეაფასა და პოლიციასაც მიმართა

მატარებლის დაგვიანების მიზეზებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ცხელი ხაზის ოპერატორებს. 

როგორც უწყებაში ამბობენ, ჩქაროსნული მატარებელი თბილისის მიმართულებით დაგეგმილ დროს, შეფერხებების გარეშე გავიდა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში