პროკურატურამ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე 10 წლის თავზე გახსნა

17 ოქტომბერი 2018, 00:00 2182 ნახვა

მკვლელობიდან  ათი წლის შემდეგ და არჩევნებამდე 11 დღით ადრე პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმე გახსნა. ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ  2 წლის წინ იპოვეს აუდიო ჩანაწერები რომლითაც, პროკურორის განცხადებით,  დასტურდება თუ როგორ მზადდებოდა მკვლელობის საქმე.

პროკურორის განცხადებით, აუდიოჩანაწერებში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ვის ინტერესებში შედიოდა ბიზნესმენის ლიკვიდაცია და რატომ დუმდა აქამდე პროკურატურა თუკი ჩანაწერები ორი წლის წინ იპოვეს.

ამავე კატეგორიაში