ხელვაჩაურში ახალი სოციალური სახლი აშენდება

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1549 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 39 -ი ოჯახი სოფლიდან განსახლებას ექვემდებარება, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის განცხადებით, ოჯახები გეოლოგებმა შეისწავლეს და დასკვნების საფუძვლზე უსაფრთხო ადგილას გადაყვანა იგეგმება.

რისთვისაც მერია სოციალური სახლის მშენებლობას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა, სოციალური სახლი კაპრეშუმში 2019 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ახალი საცხოვრებლის აშენებამდე კი თვითმმართველობამ ოჯახების ნაწილი ქირით გაიყვანა, ამ ეტაპზე ხელვაჩაურში ქირით 15 ოჯახი ცხოვრობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში