პროკურატურა მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის სხვა აუდიოჩანაწერს ავრცელებს

16 ოქტომბერი 2018, 00:00 2715 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა , რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, იმ სამ აუდიოჩანაწერს შორისაა, რომელიც პენიდენციალურ სსტემაში უკანონოდ ჩაიწერა და მასზე, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პროკურატურის თანამშრომელი მირზა სუბელიანი და დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს ჩანაწერი რუსთავი2 მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან ერთად იყო ჩიპზე. ახლა კი უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერის გამოქვეყნებას საზოგადოების მაღალი ინტერესით ხნის.  

აუდიოჩანაწერში, ამჯერად, სავარაუდოდ მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ​ტერა ბაიტებით არსებული  მტკიცებულებები, რომელიც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჰქონდა "დაზღვევაზე" დაარქივებული, ტყუილია.

ასევე, თანმიმდევრულად თვლის იმ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც წინა ჩანაწერშიც იყო ნახსენები და ამბობს: "ვიტყვი, რომ მაქვს ვანოზე ჩანაწერი, ვიბაზრებ, რო ყველა გახმაურებული საქმეები, ოცნებამ რომ ქულა დაიწერა, თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა, იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ..".  იქვე ამატებს, რომ მის ტყუილს ხალხი დაიჯერებს და მთავრობამ ამტკიცოს საპირისპირო. 

სუბელიანი ჩანაწერში ხაზგასმით ამბობს, რომ "კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს მომთხოვენ, ვერც სინდისს და ვერც ნამუსს", რომ "მის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს რა ჭკუა მოეკითხება" და ა.შ. 

წინა ჩანაწერიდან განსხვავებით, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ აუდიოში, აქტიურად ერთვება დიალოგში დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ხსნის, რომ სუბელიანი ახლა ნერვებზეა და სწორად არ მსჯელობს.

მათ შორის საკითხზე, სადაც სუბელიანი ხელისუფლებასთან შეთანხმებულ პატიმრობის ვადაზე საუბრობს"

"შენ პირობა მიიღე იმაზე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა. ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით, ერთწელზე მეტს ვინ მოგცემს, რომელი მოსამართლე ან ჭკუათმყოფელი" - ეუბნება სავარაუდოდ დეპუტატი პატიმარს. 

პროკურატურის განცხადება და ჩანაწერი იხილეთ ბმულზე http://pog.gov.ge

14 ოქტომბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ფარული ჩანაწერი გაავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა არ არის დადგენილი, საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის "დალაგებაზე", ბრალდებული სუბელიანის ხელისუფლებასთან არსებულ ფინანსურ გარიგებასა და ციხეში განსაზღვრული დროით ''დაჯდომაზე''.  ქვეყანაში არსებულ შეიარაღებულ 30-50 კაციან დაჯგუფებაზე, გახმაურებულ საქმეებზე (ნავთლუღის სპეცოპერაცია") ადამიანების გატაცებასა და წამებაზე, პროკურორების ფინანსურ უზრუნველყოფაზე. 

ამავე კატეგორიაში