საპრეზიდენტო კანდიდატებიდან დებატებს კიდევ ერთი გამოაკლდა - „არჩევნები 2018“

16 ოქტომბერი 2018, 00:00 1937 ნახვა

საზოგადეობრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო განაგრძობს საარჩევნო კანდიდატებს შორის დებატებს. დღეს, 20:00 საათზე „არჩევნები 2018“-ში მონაწილეობას მიიღებს პარტია „საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი.

დებატებში მონაწილეობაზე გასულ კვირას თანხმობა განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელმაც გუშინ შეგვატყობინა, რომ ვერ მოახერხებს ბათუმში ჩამოსვლას და დებატებში მონაწილეობას.

არაკვალიფიციური სუბიექტებიდან, გადაცემაში მონაწილეობაზე ასევე, უარი განაცხადა პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ კანდიდატმა მიხეილ სალუაშვილმა.

ამავე კატეგორიაში