მახვილაურში მცხოვრები ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ითხოვს

15 ოქტომბერი 2018, 00:00 4117 ნახვა

მახვილაურში მცხოვრები დუმბაძეები  უსაფრთხო ადგილას გადასვლას ითხოვენ. ექვს წევრიანი ოჯახის საცხოვრებლის კედლები დაბზარულია,  ავარიულია სახურავი და საძირკველი. ოჯახში სამი მცირეწლოვანი ცხოვრობს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სახლს ბზარები 20 წლის წინ გაუჩნდა და მისი რაოდენობა ყოველდღიურად  იზრდება.

დუმბაძეები განსახლებას ან კომპენსაციას ითხოვენ. ხელვაჩაურის მერიაში განმარტავენ, რომ სახლი სპეციალისტებმა უკვე შეისწავლეს, თუმცა თვითმმართველობა ამ ეტაპზე ოჯახს ვერ დაეხმარება,  რადგან დასკვნის მიხედვით სახლი კონსტრუქციულად არასწორადაა აშენებული, რამაც საცხოვრებლის დაშლა გამოიწვია. როგორც უწყებაში განმარტავენ, მსგავს ოჯახებზე დახმარების პროგრამა თვითთმმართველობაში ამ ეტაპზე არ აქვთ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში