პოლიციამ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

14 ოქტომბერი 2018, 00:00 4152 ნახვა

პოლიციამ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,  1989 წელს დაბადებული მოქალაქე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ჰეროინის შემცველი 8,9581 გრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში