დაკავება სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით

14 ოქტომბერი 2018, 00:00 1886 ნახვა

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფში იემენის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გადაკვეთას.დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში