3 დაშავებული - დიოკნისში ხევში ავტომობილი გადავარდა

13 ოქტომბერი 2018, 00:00 1402 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. 

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს , რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია,მათ მსუბუქი დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

ამავე კატეგორიაში