ბულვარში 9 აპრილის მემორიალის დადგმას კულტმემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეწინააღმდეგება

12 ოქტომბერი 2018, 00:00 2566 ნახვა

ბათუმის ბულვარში უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილის მემორიალის განთავსებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეწინააღმდეგება. უწყებაში ამბობენ, რომ  ტერიტორია ისტორიული ზონაა, ამიტომ იქ სკვერის მოწყობა და მემორიალის განთავსება ლანდშაფტური გარემოს შეცვლას გამოიწვევს.

ბათუმის მერიას კი უკვე შერჩეული ყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ბრინჯაოსგან დამზადებულ მემორიალს განათავსებს და სკვერს მოაწყობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში