ევროპის საბჭოს რეზოლუცია

11 ოქტომბერი 2018, 00:00 1856 ნახვა

დე ფაქტო ხელისუფლებების კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მონიტორინგის ორგანოების შეუზღუდავ წვდომაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. ტექსტში ნათქვამია, რომ „ასამბლეა მიესალმება იმ შემთხვევებს, როდესაც ევროპის საბჭომ და გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოებმა მოიპოვეს წვდომა ე.წ „ნაცრისფერ ზონებში“.

ასამბლეა განსაკუთრებით მიესალმება წამებისა და არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის ვიზიტებს აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში და შესაბამის დე ფაქტო ხელისუფლებებს მოუწოდებს მოლდოვასა და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებებთან ერთად იმუშავონ აღნიშნულ ტერიტორიებზე წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპული კომიტეტის მონიტორინგის განახლებაზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ითანამშრომლოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აღკვეთის ევროპის საბჭოს ევროპულ კომიტეტთან.

ამავე კატეგორიაში