საარჩევნო განვითარების სკოლა

25 ივლისი 2016, 00:00 1845 ნახვა

საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, დღეს საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა. სასწავლო კურსი 18-24 წლის ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი. სასწავლო კურსის მონაწილეები 10 დღის განმავლობაში შეძლებენ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა. 

“საარჩევნო განვითარების სკოლა” დღეს ქობულეთშიც გაიხსნა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ჩაატარებენ; 46 ტრენერი ცესკოს  სწავლების ცენტრმა გადაამზადა. პროექტის მიზანია სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება.

ნინო ინაიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში