პროკურატურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე - აუდიოჩანაწერები არ არის ავთენტური

05 ოქტომბერი 2018, 00:00 1917 ნახვა

,,ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი არ არის ავთენტიკური და დამზადებულია მონტაჟის გზით“-დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, აუდიოჩანაწერებზე  დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ,,დასკვნის თანახმად, ყველა სადავო ფონოგრამებზე აღინიშნება ფონური ხმაურის სიტუაციურად შეუსაბამო ცვლილებები.

ლინგვისტური კვლევისას მეტყველებაში მრავლობით აღინიშნება კითხვა-პასუხის შინაარსობრივი შეუსიტყვაობა, არათანმიმდევრულობა, არაბუნებრივი, შეუსაბამო ინტონაციური სურათი, მრავლად ფიქსირდება სიტყვების და ფრაზების წყვეტა. ყველა სადავო ფონოგრამა იწყება და მთავრდება წყვეტებით, ასევე თითოეული ფონოგრამის შიგნით დაფიქსირებულია დიდი რაოდენობით წყვეტები. საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.   

ამავე კატეგორიაში