ქედაში ყურძნის მოსავლით ფერმერები კმაყოფილები არიან

04 ოქტომბერი 2018, 00:00 3026 ნახვა

სოფლის მეურნეობით ვაგრძელებთ გამოშვებას - ამჯერად მაღალმთიანი აჭარა და რთველი ქედაში - ფერმერებმა უკვე დაიწყეს ცოლიკაურის კრეფა, ცოტა ხანში კი ჩხავერის კრეფასაც დაიწყებენ. ყურძენს ფერმერები ადგილზე ქედის ღვინის ქარხანაში აბარებენ, ასევე ჰყავთ კერძო მყიდველებიც. ამბობენ რომ ფასი გასული წლის მსგავსად წელსაც 2 ლარია.

ფერმერები გვიყვებიან, რომ ამჯერად მოსავალი აზიურ მავნებელს გადაურჩა, თუმცა ისინი სამომავლოდ დროული პრევენციული ღონისძიებების გატარებას ითხოვენ.

 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში