ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიდეს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს

04 ოქტომბერი 2018, 00:00 1071 ნახვა

 ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიდეს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. რუსეთის წარმომადგენელ არკად დვორკოვიჩს 186 ქვეყნიდან 103 ქვეყნის დელეგატმა დაუჭირა მხარი. უკვე ყოფილ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელ ბერძენ გეორგიოს მაკროპულოსს კი 79-მა დელეგატმა მისცა ხმა.

ფიდეს პრეზიდენტობისთვის სულ სამი კანდიდატი იბრძოდა,  თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა ნაიჯელ შორტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ევროპის საჭადრაკო კავშირების  პრეზიდენტი კი ზურაბ აზმაიფარაშვილი გახდა. 50 დელეგატიდან მას ხმა 44-მა დაუჭირა მხარი.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი