რუსეთის წარმომადგენელს ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებენ - ''ფიდეს“ პრეზიდენტის არჩევნები დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

03 ოქტომბერი 2018, 00:00 1882 ნახვა

ჭადრაკის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიდეს“ პრეზიდენტის არჩევნები დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი მათგანი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია. სწორედ მას ადანაშაულებენ სხვა კანდიდატები ხმების მოსყიდვაში. საკითხს დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოყვა.

''ფიდეს'' პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს საჯაროდ განაცხადა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს ურეკავდნენ და არკად ვორკოვიჩის სასარგებლოდ ხმის მიცემას სთხოვდნენ. 

თავად კანდიდატმა ფაქტი უარყო. რუსეთის წარმომადგენელი არკად ვორკოვიჩი გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

დღეს ევროპის საჭადრაკო კავშირების პრეზიდენტებსაც აირჩევენ. საქართველოდან კენჭს ზურაბ აზმაიფარაშვილი იყრის. 

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში