ფოტოკონკურსი საზეიმოდ დაიხურა

24 ივლისი 2016, 00:00 3548 ნახვა

ევროპისკენ, ქალაქი და ადამიანები, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა - ამ ნომინაციებში გამარჯვებული ფოტოების ავტორები დღეს დასახელდნენ. ერთ-ერთ ნომინანტს ფოტოკონკურსის წარმდგენი კომპანიისგან სპეციალური პრიზი - საგზური რომში გადაეცა. დაჯილდოვების ცერემონიალზე 24 გამარჯვებული გამოვლინდა. რამდენიმე მათგანი ჟიურის წევრებმა, ნაწილი კი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა შეარჩიეს. ფოტოკონკურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 384 ფოტოხელოვანი მონაწილეობდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ერთ-ერთი გამარჯვებული საერთაშორისო კონკურსზე უცხოეთში გაემგზავრება. დაჯილოვების ცერემონია ანბანის კოშკში გაიმართა, ფოტო გამოფენა აქ, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. მსურველებს ნამუშევრების დათვალიერება და შეძენაც შეუძლიათ. პროექტის მიზანი ქალაქების განვითარების პოლიტიკა და მათი ევროპული პერსპექტივა იყო. ფოტოკონკურსი გაზეთ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ორგანიზებით ჩატარდა.    

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი