"სახელმწიფო ხალხისთვის"უმაღლეს საბჭოს მიმართავს

24 ივლისი 2016, 00:00 2494 ნახვა

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პირებისთვის დაწესებულ ასაკობრივ ცენზს აპროტესტებს. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრად კენჭისყრის უფლებას 25 წლის ასაკის მოქალაქეებს აძლევს, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი პირი შეიძლება 21 წლის ასაკშიც გახდეს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მიდგომა დისკრიმინაციულია და აჭარაში მცხოვრებ პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს ზღუდავს. შესაბამისად, მოძრაობის წევრები ხელმოწერების შეგროვებას და კანონპროექტით უმაღლესი საბჭოსთვის მიმართვას გეგმავე

ამავე კატეგორიაში