სინოპტიკოსების პროგნოზი

24 ივლისი 2016, 00:00 2675 ნახვა

დღეიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნალექო დღეები იქნება.  ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს. შესაბამისად, აჭარის შავიზღვისპირა ზოლში ტემპერატურა ღამით 17-22, ხოლო დღისით  26-31 გრადუსი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ღამით 12-17 დღისით კი 23-28 გრადუსი იქნება. ამასთან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრ წამი სიჩქარით. რაც შეეხება ზღვის წყლის ტემპერატურას, ის 28 გრადუსს მიაღწევს.

ამავე კატეგორიაში