ბოთლები ურნის ნაცვლად ქაფურის ხეში 

27 სექტემბერი 2018, 00:00 3364 ნახვა

ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მოქალაქეებმა ბოთლები ურნის ნაცვლად დაფუღუროვებულ ხეში ჩააწყვეს. ქაფურის ხეს თუნუქის ფირფიტაც აქვს მიკრული, რაც ასევე აკრძალულია. 

ბათუმის გამწვანების სამსახურში ამბობენ, რომ ფირფიტებს მოქალაქეები ხეს თვითნებურად აკრავენ. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში სპეციალისტები შემთხვევის ადგილზე გადიან, ფირფიტას ხსნიან და ხის ფუღუროს მიწით ავსებენ. 

''გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“  სპეციალისტთა განმარტებით, ხე მყარია და მისი მოჭრა საჭირო არ არის.

სამსახური დაფუღუროვებული ხეების აღრიცხვას აწარმოებს, პარალელურად მიმდინარეობს მონიტორინგიც. 

სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ მსგავსი ქმედებებისგან თავი შეიკავონ და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე: +995(422) 29-43-49 დარეკონ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში