ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

26 სექტემბერი 2018, 00:00 6829 ნახვა

თბილისი ბათუმის ავტომაგისტრალზე სამი ტვირთმზიდი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავტოავარიის დროს  ორი კაცი დაშავდა. მათ შორის ერთის ამოყვანა, დაზიანებული ავტომობილის სალონიდან, ჯერ მოქალაქეებმა საკუთარი ძალებით სცადეს, მოგვიანებით კი მაშველებმა რკინის საჭრელის დახმარებით მოახერხეს დაშავებული მამაკაცის ამოყვანა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სავარაუდოდ, ერთმა ტვირთმზიდმა დაამუხრუჭა, მას ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ შუხუთთან მოხდა.

ამავე კატეგორიაში