ცემენტის, მარმარილოს და კვარცის საწარმოები საცხოვრებელ სახლებთან

21 სექტემბერი 2018, 00:00 2001 ნახვა

ბეტონის, ბლოკისა და ბუნებრივი ქვების გადამამუშავებელი საწარმოები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს - ჰაერის დაბინძურება და ხმაური აწუხებთ ხელვაჩაურის გზატკეცილთან მცხოვრებ მოქალაქეებს. აღმოჩნდა, რომ დაუცველია დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც, რადგან ჩვენს ობიექტივში მოხვდნენ ადამიანები რომლებიც მტვრიან გარემოში სპეციალური დამცავი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ ორი ობიექტი შესაძლოა მალე დაჯარიმდეს. საწარმოები, კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ჯერ არ შეუმოწმებია შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს, უწყება მიმდინარე თვეში გეგმავს შემოწმების აჭარაში დაწყებას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი